დღეს, გემანიაში, ცნობილი დანიელი რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი ახალი ფილმის „ნიმფომანის“ გადაღებას იწყებს. მთავარ როლებს ფილმში ასულებენ მსახიობები: შარლოტა გინსბურგი, სტელან სკარსგარდი, რომელიც უკვე არაერთხელაა გადაღებული ტრიერის ფილმებში და შაია ლაბაფი, ცნობილი ფილმებიდან „ტრანსფორმერები“ და „პარანოია“.
„ნიმფომანი“ პორნოგრაფიული დრამაა და „ქალის ეროტიკული გაღვიძების კვლევას“ ეძღვნება.
„თავდაპირველად სახელწოდების ორი ვარიანტი მქონდა, ჩემს ბიზნეს-პარტნიორს, პიტერ ოლბეკ იენსენს ვკითხე, მათგან რომელი უფრო კომერციული იყო. მანაც მიპასუხა, რომ სურათი სახელწოდებით „ნიმფომანი“ ადვილად მიიღებს დაფინანსებასო“-ამბობს რეჟისორი.
ვინც ტრიერის შემოქმედებითი მეთოდის თავისებურებას იცნობს, ადვილად წარმოიდგენს, რომ ეს თემა ფილმს მაყურებლის აღშფოთების ქარიშხალს არ მოაკლებს. ზუსტად ისე, როგორც ტრიერის ფილმის, „ანტიქრისტეს“ შემთხვევაში მოხდა. სურათს ქალთმოძულეობა დასდეს ბრალად.
ლარს ფონ ტრიერის ახალი „პორნოგრაფიული დრამა“ უკვე ელოდება რეჟისორის კარიერაში ყველაზე სკანდალური ფილმის ტიტულს.
ფილმში, ერთ-ერთ, მთავრი როლის შემსრულებელმა, „ტრანსფორმერების“ 26 წლის ვარსკვლავმა შაია ლაბაფმა, MTV-ს სატელევიზიო ინტერვიუში, თამამად განაცხადა, რომ „ნიმფომანში“ ნამდვილი სექსით დაკავდება.
„სცენარის ტექსტზე ასეთი შენიშვნა იყო მიწერილი: მსახიობები ყველაფერს სინამდვილეში გააკეთებენ! მე მზად ვარ ამისთვის. ვფიქრობ, ფილმის ყველა მსახიობი იგივე აზრზეა. ფილმში ისეთი კადრები იქნება, რომელსაც ცენზურა ეთერში არ გაუშვებს, ამიტომაც ჩაფიქრებულია, რომ ფილმის ორი ვარიანტი გამოვიდეს. ტრიერი ყველაზე სახიფათო ადამიანია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. გული მიფანცქალებს და რაღაც განსხვავებულის მოლოდინში ვარ, ამიტომაც დავთანხმდი. ვნახოთ რა გამოვა“,-ამბობს ლაბაფი.
ამბობდნენ, რომ ტრიერის ახალ ფილმში ლაბაფთან ერთად ნიკოლ კიდმანი და უილიამ დეფოც ითამაშებდნენ, თუმცა ამ ინფორმაციას ფილმის პროდიუსერები ჯერეჯრობით არ ადასტურებენ.
ფილმი გაყიდვაში 2013 წელს გამოვა. ის ორ დამოუკიდებელ ფილმად იქნება დაყოფილი. ერთი, რომელიც გაყიდვაში უნდა გამოვიდეს და მეორე, ცენზურის გარეშე.