კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა Greenberg Quinlan Rosher-ის შედეგები, სადაც შეკითხვაზე დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ნაციონალური მოძრაობისთვის" 55%-იანი მხარდაჭერა სააკაშვილის ოცნებებად შეაფასა.
როგორც მან ამბროლაურში აქციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ეს კვლევა თავად „ნაცმოძრაობის“ დაკვეთით ჩატარდა, ამიტომ მისი თქმით, ეს მაჩვენებელი ხელისუფლების მორიგი ტყულია.
ივანიშვილი აცხადებს, რომ მათ აქვთ კვლევა, რომლის შედეგებშიც მმართველ პარტიას 7-8%-მდე მხარდამჭერი ჰყავს და აღნიშნა, რომ ეს ის ხალხია, რომელთაც ხელისუფლებისგან სერიზოული ფინანსური ნაკადი აქვთ და მაღალ თანამდებობებზე არიან.
„მათი შედეგები კი „მიშისტებისა“ და „შიშისტების“ რეიტინგია. რამდენიც არ უნდა წერონ, რამდენიც არ უნდა ქარგონ, ეს 55 % მხოლოდ მათ ოცნებებად დარჩება, რადგანაც ისწავლეს ოცნება. თუმცა როგორც ჩანს, სააკაშვილი ძალიან ღრმა და უტოპიურ ოცნებებში წავიდა. როგორც რეალობაში ცრუობდა, მისი ოცნებებიც ისეთ სიცრუეზეა დაფუძნებული და ამით განსხვავდება ჩვენი ჭეშმარიტი ოცნებებისგან“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ცნობისთვის, Greenberg Quinlan Rosher"-მა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მხარს 55% დაუჭერდა, კოალიცია "ქართულ ოცნებას" კი – 33%.