The Jerusalem Post-ის ინფორმაციით ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ, რამდენიმე საპასუხო დარტყმა განახორციელა.
ისრაელის სამხედრო თავდაცვის შტაბის განცხადებით, დაბომბვა ღაზის იმ ორ ობიექტზე განხორციელდა, სადაც „ჰამასის“ იარაღის წარმოება-შენახვა ხდებოდა.
ისრაელის პრეზიდენტის შიმონ პერესის განცხადებით,ვერ იგებს ამ ქმედებების ორგანიზატორთა „იდიოტიზმის“ . „თუ ისინი გვესვრიან,. მაშნ ჩვენც საპასუხო დარტმებს განვახორციელებთ. „ჰამასის“ წევრებს და მათთან დაკავშირებულ ტერორისტებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მათ ქმედებებს შესაბამისი პასუხი მოჰყვება“,-აცხადებს პერესი.
ორგანიზაცია „ჰამასის“ განცხადებით დაიბომბა იარაღის ორი საწყობი, რომელიც პალესტინის უშიშროებას ეკუთვნოდა. დაბომბვების შედეგად, დაჭრილია ორი ქალი.
The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით შვიდჯერ განხორციელდა დაბომბვა.