მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეს დატოვებენ. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი პატიმარი შეიწყალა პრეზიდენტმა.
შეწყალების სახელმწიფო კომისიის სხდომა 23 აგვისტოს გაიმართა. 206 მსჯავრდებულიდან კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 100-ზე მეტ პატიმარზე გასცა. მათ შორის, 14 ქალი და ერთი არასრულწლოვანია.
კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძის განცხადებით, შესაწყალებელთა სიაში ერთი არასრუწლოვანი და 14 ქალია. მისი განმარტებით, შეწყალების რეკომენდაცია 9 არასრულწლოვანიდან მხოლოდ ერთს მიეცა, რადგან მხოლოდ მას ჰქონდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დადებითი რეკომედაცია.