დღეს მარნეულში "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ მოსახლეობასთან გამართა. გამყრელიძემ მარნეულის მოსახლეობას "ახალი მემარჯვენეების" პროგრამული პრიორიტეტები გააცნო და მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა.
რაიონში პარტიის სახელით კენჭს ისლამ ახუნდოვი იყრის. ის 2002 წლიდან "ახალი მემარჯვენეების" წევრია, რომელიც პარტიაში ახალგაზრდული ორგანიზაციიდან მოვიდა.
სხვადასხვა დროს იყო გამგეობის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე. არის არასამთავრობო ორგანიზაციის "გურჯისტანის" დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
„ისლამი ერთ–ერთი ძველი და ისტორიული აზერბაიჯანული გვარის წარმომადგენელია. დაბადებული და გაზრდილია თბილისში. ახალი მემარეჯვენეების აქტიური და ერთგული წევრია. დარწმუნებული ვარ, დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, ისლამი კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს არა მხოლოდ მარნეულისთვის არამედ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის მეგობრობის გამტკიცებისათვის," – აღნიშნა გამყრელიძემ.
რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატს, ახუნდოვის თქმით, ის მთელს ენერგიას და შესაძლებლობას მარნეულის კეთილდღეობას მოახმარს.
„ამის მტკიცება არ მჭირდება. არც იმის მტკიცება მჭირდება, რომ ორივე ერის შვილი ვარ - აზერბაიჯანელებისაც და ქართველებისაც. ვეცდები ამ ნდობას ორივე ერის მიმართ გაკეთებული საქმეებით ვუპასუხო", - განაცხადა ახუნდოვმა.