მმართველობის ეფექტურობის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 61% დაიმსახურა და მსოფლიოში სახელმწიფოებს შორის 34-ე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19 ადგილი დაიკავა

მმართველობის ეფექტურობის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 61% დაიმსახურა და მსოფლიოში სახელმწიფოებს შორის 34-ე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19 ადგილი დაიკავა

მმართველობის ეფექტურობის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 61% დაიმსახურა და მსოფლიოში სახელმწიფოებს შორის 34-ე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19 ადგილი დაიკავა.

მმართველობის ეფექტურობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ევროკავშირის და ნატოს წევრ 17 ქვეყანას და დიდი შვიდეულის წევრ 1 სახელმწიფოს.

ეს ქვეყნებია: სლოვენია, ისლანდია, ბელგია, იტალია, კვიპროსი, ჩეხეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, პოლონეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, მალტა, მონტენეგრო, ბულგარეთი, ლატვია, რუმინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის საფუძველზე მმართველობის ეფექტურობა შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:

• მთლიანი ინფრასტრუქტურის ხარისხი
• საგზაო ინფრასტრუქტურის ხარისხი
• სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ხარისხი
• საპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხი
• საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის ხარისხი
• დაწყებითი განათლების ხარისხი

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკვლევის შედეგების გადამუშავებული სარეიტინგო ანგარიში მსოფლიო ბანკმა, გლობალური მმართველობის ინდიკატორების პროექტის ფარგლებში, ექსკლუზიურად გამოაქვეყნა.