პარტია“თავისუფალმა საქართველომ“,ტრადიციონალისტთა კავშირმა და“თეთრებმა“ქ.რუსთავში ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.
საარჩევნო ოლქების მიხედვით მაჟორიტართა გადანაწილება ასეთგვარია: რუსთავის საარჩევნო ოლქი-მალხაზ ბარბაქაძე. გარდაბანის საარჩევნო ოლქი- რადა ბაირამოვა. მარნეულის საარჩევნო ოლქი-მაჰარ დერზიევი. ბოლნისის საარჩევნო ოლქი - დავით ლობჟანიძე. დმანისის საარჩევნო ოლქი-დავით ბარბაქაძე.
წალკის საარჩევნო ოლქი-ჯემალ ვანაძე. თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქი-ლალი აფციაური.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ გაიმართა პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქვემო ქართლის რეგიონული საბჭოს სხდომა, რომელსაც პარტიის ლიდერები, რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და დასახელებული მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატები ესწრებოდნენ.
„თავისუფალი საქართველო“ და მისი პარტნიორები გამოთქვამენ მზადყოფნას,რეალურ ოპოზიციურ ძალებს შორის ერთიან მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებასთან დაკავშირებით.