დღეს, „თავისუფალი საქართველო“, ტრადიციონალისტთა კავშირი და „თეთრები“ დედაქალაქის საარჩევნო ოლქების მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენენ.
ამასთანავე, „თავისუფალი საქართველო“ და მისი პარტნიორები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მზად არიან რეალურ ოპოზიციურ ძალებთან შეთანხმდნენ ერთიან მაჟორიტარობის კანდიდატებზე, რათა არჩევნებზე გამოირიცხოს ოპოზიციას შორის ხმების გაყოფა და სახელისუფლებო პარტიის კანდიდატს დაუპირისპირდეს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი.
ღონისძიება დღეს, 12:00 საათზე „თავისუფალი საქართველოს“ ვაკის ოფისში გაიმართება