საგარეჯოს რაიონში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თინათინ ხიდაშელმა ადგილობრივ მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა სოფელ ვერხვიანში გამართა.
ის სოფელს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან, ნინელი ჭანკვეტაძესა და ზურაბ ტყემალაძესთან ერთად ეწვია და ადგილობრივ მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. კოალიციის წევრებმა იმ ზარალის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რაც სეტყვის შედეგად მიადგა სოფელს.
როგორც ხიდაშელმა შეხვედრაზე განაცხადა, გლეხებს სტიქიით მიყენებული ზარალი არა 1500 ლარით, არამედ სრულად უნდა აუნაზღაურდეთ, რათა მათ შემდეგი წლის დაგეგმვა შეძლონ.
„თუ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაბედა და გაფლანგა ფული, რომელიც ივანიშვილმა გადარიცხა, პირობას გაძლევთ, რომ ის ვალდებულება, რასაც „ქართული ოცნება“ გლეხების წინაშე იღებს, მაინც შესრულდება. პირველი ოქტომბრის შემდეგ თუ აღმოჩნდა რომ ფული გაფლანგულია და ბიუჯეტში არ არის, ზარალის სრულად ანაზღაურება მაინც მოხდება ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში“- განაცხადა ხიდაშელმა.