დღეს რუსეთი ოფიციალურად გახდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. ექსპერტთა განმარტებით, ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, მთლიანი შიგა მოცულობის პროდუქტი 3%-ით გაიზრდება, მოიმატებს ხელფასებისა და შემოსავლების ოდენობაც. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ საინვესტიციო კლიმატისთვის სწორი პირობები შექმნა, ამ ნაბიჯს უფრო მეტი პლუსები მოჰყვება, ვიდრე მინუსები.
რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანება 19 წელი გაჭიანურდა, რასაც საქართველო ს თანხმობა უშლიდა ხელს. როდესაც ეს პროცედურა დამთავრდა, ეკონომიკის ექსპერტებმა მას „მედვედევის გამარჯვება“ უწოდეს . შორეულ პერსპექტივაში რუსეთის ეკონომიკა 11%-ით გაიზრდება, დაახლოებით 215 მილიარდი დოლარით. გაიზრდება რუსული კომპანიების წილიც შიდა ბაზარზეც, რადგან მათ საკუთარ პროდუქციაზე ფასდაკლება მოუწევთ.