რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორის ჩეჩენი ადამ ოსმაევის მეუღლის ამინა ოკუევას განცხადებით, ადამ ოსმაევი პოლიტიკურ თავშესაფარს საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს.
ამინა ოკუევას განცხადებით, ყველა საჭირო დოკუმენტი ქართული მხარისთვის უკვე გადაცემულია და ისინი პასუხს ელოდებიან, უარის შემთხვევაში კი ოსმაევი ფინეთის ხელისუფლებას მიმართავს.
ადამ ოსმაევმა უკვე მიმართა თხოვნით უკრაინის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფრის მინჭების შესახებ, თუმცა უარი მიღო. ევროპის სასამართლომ კი უკრაინის მხარეს ოსმაევის რუსეთში ექსტრადირება აუკრძალა, რუსული მხარე ოსმაევს არა მარტო ვლადიმერ პუტინზე, არამედ რამზან კადიროვზე ორჯერ თავდასხმაშიც ადანაშაულებს და ტერორისტს „კავკასიის იმარატი“ დაჯგუფების წევრად მიიჩნევს.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მზადების შესახებ 2012 წლის 27 თებერვალს, ოსმაევის ოდესაში დაკავების შემდეგ გახდა ცნობილი.