ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სადაზღვეო კომპანია „აი სი ჯგუფში“ იმყოფებოდა.
მინისტრი კომპანიის მუშაობას გაეცნო და მათ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ სექტემბერში, სახელმწიფო დაზღვევის შედეგად ცხელი ხაზის მოთხოვნა გაიზრდება და მნიშველოვანია სადაზღვეო კომპანიებმა კომპეტენტური პასუხი გასცენ დაზღვეულებს.
ჭიაბერაშვილმა მოსახლეობასაც ურჩია, აქტიური კომუნუკაცია იქონიონ სადაზღვეოებთან, რომლებიც დაზღვეულს პროგრამის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, დაზღვევის ახალი პროექტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. სექტემბრიდან ყველა პენსიონერი და სკოლამდელი ასაკის ბავშვი დაზღვეული იქნება.