მაიკლ ჯეი ფოქსი შეასრულებს მთავარ როლს ახალ, კომედიური ჟანრის სერიალში, რომელსაც ტელეარხი NBC-გადაიღებს.
პროექტს ოფიციალური სახელწოდება დღემდე არააქვს, თუმცა ცნობილია, რომ ის 22 სერიისგან იქნება შემდგარი და ფოქსის ბიოგრაფიას დაეფუძნება. ფილმის გადაღებები წლის ბოლოს დაიწყება და მისი პირველი სერია ეთერში 2013 წლის სექტემბერში გავა.
მაიკლ ჯეი ფოქსი ცნობილი მარტი მაკფლაის როლით, 1985 წელს გახდა. რობერტ ზემეკისის კინოტრილოგიაში „უკან მომავალში“. 1991 წელს მაიკლს პარკინსონის დაავადება აღმოაჩნდა. ცნობილია, რომ NBC ახალი სერიალის გმირსაც იგივე დაავადება ექნება.