"შეუცნობელი სამყარო“ - ასე ჰქვია ლუქსემბურგში მცხოვრები ქართველი მხატვრის ირინა გაბიანის ვიდეოარტს, რომელიც დღეიდან 9 სექტემბრის ჩათვლით ხელოვნების მუზეუმში იქნება წარმოდგენილი.
ირინა გაბიანი 1998 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ლუქსემბურგში. ის არის მხატვარ-კონცეპტუალისტი, რომლის ინტერესის სფეროა გრაფიკა, ფერწერა, ფოტოგრაფია, ქანდაკება, ინსტალიაცია, ვიდეო არტი და პერფორმანსი.
გამოფენაზე წარმოდგენილ 17 ვიდეო ნამუშევართან ერთად, გამოიფინება ფოტო დოკუმენტაციები. საერთო ჯამში, მხატვარი თავისი ნამუშევრებით შეეცდება, სამყარო უჩვეულო რაკურსით დაგვანახოს და ამით ხაზი გაუსვას თავის ნამუშევრების ძირითად კონცეფციას - სამყაროს მრავალფეროვნებას და კომპლექსურობას.