1997 წლის 21 აგვისტოს, ზუტად თხუთმეტი წლის წინ, გარდაიცვალა საბჭოთა კინოსა და ცირკის ლეგენდარული რუსი მსახიობი იური ვლადიმერის ძე ნიკულინი.
ნიკულინმა მილიონობით მაყურებლისთვის თავის შეყვარება, შესძლო ფილმებით: „ბრილიანტის ხელი“, „12 სკამი“, „მოხუცი-ავაზაკები“ და ა.შ. მან შექმნა ბალბესის დაუვიწყარი სახე ლეოიდ გაიდაის კინოკომედიებში: „არყის მხდელები“, „ქოფაკი ბარბოსი და უჩვეული კროსი“, „ოპერაცია „Ы“ და შურიკის სხვა თავგადასავლები“, „კავკასიელი ტყვე ქალი, ანუ შურიკის ახალი თავგადასავლები“.
ნიკულინს განსახიერებული აქვს დრამატული როლებიც. ის, თამაშობდა ფილმებში მეორე მსოფლიო ომზე. მაგალითად, ბონდარჩუკის ფილმში „ისინი იბრძოდნენ სამშობლოსთვის“, გერმანის „ოცი დღე ომის გარეშე“ , ანდრეი ტარკოვსკის ფილმში „ანდრეი რუბლიოვი“ და ა.შ. გარდა ამისა, მას მიჰყავდა იუმორისტული ტელეგადაცემა „თეთრი თუთიყუში“.