რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ, რომელიც დიდი ხანია, ნიუ-იორკში საუთარ საკონდიტრო კომპანიას ფლობს, ახალი ბრენდის „Sugarpova“-ს პრეზენტაცია გამართა. ბრენდის სახელწოდება „შაქრისა“ და ჩოგბურთელის გვარს აერთიანებს.
ხაზი მოიცავს 12 ტიპის ტკბილეულს, რომლებიც გამოდის ტუჩების, ჩოგბურთის ბურთების, სხვადასხვა ხილისა და ცხოველების ფორმებით. სახელწოდებებით: „ეფექტური“, „სულელური“, „საშიში“, „სპორტული“ და ა.შ.
„გადავწყვიტე შემექმნა სრულყოფილი ტკბილეული, რომელიც დაგვატკბობდა, როგორც მე ასევე იმ გოგონებს, რომლებიც ჩემნაირად უყურებენ ცხოვრებას. ეს არის ყველაზე განსაკუთრებული პროექტი, რომელზეც ოდესმე მიმუშავია, ამიტომაც გირჩევთ, რაც შეიძლება მალე გასინჯოთ ის. „Sugarpova“-ს კანფეტები, მხოლოდ თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის“ - აცხადებს ჩოგბურთელი.
ტკბილეული, ჯერჯერობით, მხოლოდ ამერიკაშია ხელმისაწვდომი, მას მალე რუსეთსა და დიდ ბრიტანეთშიც შეიტანენ, იქამდე კი „Sugarpova“-ს ტკბილეულის შეძენა შესაძლებელია ინტერნეტით, 142 გრამიანი შეფუთვის ღირებულება დაახლოებით, 6 დოლარია.