ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მომღრალი დემი ლოვატო ჟურნალ Fabulous -თან ინტერვიუში გულწრფელად ალაპარაკდა. ის არ მორიდებია საუბარს ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე, რომლებზეც დიდი ხანი იყო დამოკიდებული და გამოტყდა, რომ ამით ძალიან იტანჯებოდა. მომღერალი სარეაბილიტაციო ცენტრში დადიოდა და როგორც თავად ამბობს, მხოლოდ ხანგრძლივი შრომის შემდეგ შესძლო გამკლავებოდა „დემონებს“ და დაემარცხებინა ისინი.
„რესტორნებსა და კლუბებში ნარკოტიკების შოვნის საშუალება ყოველთვის მქონდა. მათი გამსაღებლები ჩემი მეგობრები მეგონა. როდესაც პოპულარული ადამიანი ხარ, ამ მხრივ უფრო დიდი საფრთხე გემუქრება, რადგან შენ არავინ არაფერზე გეუბნება უარს. მეც ასე დამემართა. შემდეგ დიდხანს ვცდილობდი გამოსავალი მეპოვა, მაგრამ როცა ამას ეჩვევი და ნარკოტიკს „დიდი დოზით“ იღებ, ჯოჯოხეთი მაშინ იწყება.
„სცენაზე18 000 მაყურებლის წინაშე გამოვდიოდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ დედამიწაზე სრულიად მარტო ვიყავი, დეპრესია დამეწყო და სასტუმროს ნომრიდან არ მინდოდა გამოსვლა, თავის ხელში აყვანას ვცდილობდი, თუმცა უშედეგოდ.
ახლაც არ ვამბობ, რომ იდეალური ვარ, მაგრამ ეს სენი დავძლიე. ვსწავლობ ჩემი თავის სიყვარულს და ვცდილობ მივიღო ყველაფერი ისე როგორც არის. ჩემი ცხოვრებისადმი დამოკიდებულება მეტად პოზიტიური გახდა და ამიტომ ბედნიერი ვარ. მე შევძელი და „დემონი“ დავამარცხე“,- ამბობს ლოვატო.