„ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენას განაგრძობენ. ამჯერად პრეზიდენტმა ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატად გიორგი ბარამიძე ოფიციალურად წარადგინა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბარამიძე შეუპობარი ადამიანია და მისი დიდი ხნის მეგობარი.
მისი თქმით, 90-იანი წლების დასაწყისში ის პოლიტიკაში ერთმა მისი ასაკის ადამიანმა მოიყვანა, რომელიც მისთვის პატრიოტიზმის მაგალითი იყო.
„ჩემი პირველი „ნათლობა“ პოლიტიკაში მისი დამსახურებაა და ეს არასდროს დამავიწყდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ამ ადამიანს ერთხელაც არ ჩაუხრია მუხლი. ამიტომ როდესაც ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე ფიქრობდა, სწორედ მისი ყველაზე ახლო თანამებრძოლი გიორგი ბარამიძე გაახსენდა “ – განაცხადა სააკაშვილმა.
„ბარამიძე ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ჩვენ აფხაზეთის ომის დროს ტყვეთა გაცვლის საკითხებზე ერთად ვმუშაობდით და ის არის შეუპოვარი ადამიანი“,-განაცხადა სააკაშვილმა.
გიორგი ბარამიძე, რომელმაც ცოტა ხნის დატოვა ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, უკვე სამჯერ გახლდათ პარლამენტის დეპუტატი და სამივეჯერ დიდუბის რაიონიდან. 1995 და 1999 წლებში იგი „მოქალაქეთა კავშირიდან“ იყრიდა კენჭს, 2003 წელსაც იგი დიდუბის რაიონიდან შევიდა პარლამენტში.
2004 წლის ივნისში გიორგი ბარამიძე დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრად. 2004 წლის დეკემბერში იგი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრად, 2006 წლის აპრილში კი საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.