ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი და წინასაარჩევნო დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში მორიგ შეხვედრებს დღეს ოპიზიციისა და უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან გამართავს.
დელეგაცია ასევე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი წერეთელს და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდება, რის შემდეგაც ეუთოს წარმომადგენლები ,,ქართული ოცნების” ოფისში გამართავენ შეხვედრას.
გარდა ამისა რიკარდო მილორი საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ოფისში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის რეგიონულ დირექტორს, ანდრეა კირბსა და ელჩების სამუშაო ჯგუფს შეხვდება.
დღის მეორე ნახევარში, ეუთოს საპარლამენტო ასამბელის პრეზიდენტი ,,რესპუბლიკური პარტიის” და საქართველოს უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდება.
ეუთო-ს დელეგაცია თბილისში 19 აგვისტოს ჩამოვიდა და ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს, საარჩევნო სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარეს მამუკა კაციტაძეს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ნერმინ ნისიჩს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენებს, ასევე, ტელეკომპანია „მეცხრე არხისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებს.