ქართველი მილიარდერი მმართველი პარტიის პირისპირ საარჩევნო დებატებში

ქართველი მილიარდერი მმართველი პარტიის პირისპირ საარჩევნო დებატებში

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მმართველმა პარტიამ მიიღო მილიარდერი ოპოზიციონერი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წინადადება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ სატელევიზიო დებატების გამართვაზე.

პრეზიდენტის „ნაციონალურ მოძრაობას“ პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე წარადგენენ, განაცხადა დღეს სატელეფონო საუბარში თბილისიდან მმართველი პარტიის სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

მილიარდერის პრესპიკერმა მაია ფანჯიკიძემ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ივანიშვილს დებატებში სააკაშვილის მონაწილეობა სურს. თუმცა თაქთაქიშვილის თქმით, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს, რადგან არჩევნები საპარლამენტოა.

ივნისში და ივლისში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომლის ცდომილებაც 2,5% და რომელშიც 1,503 რესპოდენტი მონაწილეობდა, სააკაშვილის პარტიას, პოტენციური ამომრჩევლების 43% დაუჭერდა მხარს, ხოლო ივანიშვილის პარტიას – 24%.
foreignpress.ge