თემა: საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის კომერციული ბანკების მიერ გაცემულ პლასტიკურ ბარათებზე ტოტალური კონტროლი დააწესა. პროკურატურას ნებისმიერ დროს საქართველოს და უცხოეთის ნებისმიერი მოქალაქის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის შემოწმება შეუძლია.
აფბა მიიჩნევს, რომ ამით უხეშად ირღვევა საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების (Visa, Mastercard) მონაწილეთა უფლებები, საკუთრივ კი მათი უფლება კონფიდენციალობის შესახებ. ილახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და რაც არანაკლებ მთავარია, საფრთხე ექმნება ქართული საბანკო სისტემის სანდოობას.
აფბა მიმართავს საქართველოს ბანკების ასოციაციას, კომერციულ ბანკებს, მსოფლიო ბანკის (WB), საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) წარმომადგენლობებს საქართველოში, გამოხატონ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
მისამართი: for.ge-ს პრეს–კლუბი. თაქთაქიშვილის (ძველი რიგის ქუჩა) ქუჩა #11.
საკონტაქტო პირი გიორგი კაპანაძე 571 871 781