დეპუტატების ავეჯს ცესკოს ან ფინანსთა სამინისტროს გადასცემენ

დეპუტატების ავეჯს ცესკოს ან ფინანსთა სამინისტროს გადასცემენ

დეპუტატების ავეჯს ცესკოს ან ფინანსთა სამინისტროს გადასცემენ. პარლამენტის “C” კორპუსიდან დეპუტატების ავეჯს ამ დღეებში უპირებენ გატანას.

როგორც from.ge-სთვის გახდა ცნობილი, პარლამენტიდან რამდენიმე ასეულ მაგიდას, სკამებს, ტელევიზორის დასადგამსა და კარადებს გაიტანენ. რაც შეეხება კომპიუტერებს, მათი ბედი ჯერ გაურკვეველია და ცნობილი არ არის ვის გადასცემს პარლამენტი საკუთარ კომპიუტერებს.

ავეჯის მცირე ნაწილს, სექტემბრის ბოლოს ქუთაისის ახალ პარლამენტშიც გადაიტანენ. რაც შეეხება სავარძლებს, პარლამენტი, ჯერჯერობით, სავარძლებს ვერავისთვის იმეტებს. სავარძლის სიყვარული იმდენად დიდია, რომ საკანონმდებლო ორგანოს ნახმარი სავარძლების ვინმესთვის გადაცემაც კი არ სურს.

ბოლო პერიოდში, პარლამენტის აპარატის თანამშრომლები იმით არიან დაკავებული, რომ ინვენტარის აღრიცხვა-აღწერა  მიმდინარეობს. შესაბამისი მონაცემები კი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა.