დავით ჩიხელიძე: რაც შეეხება ზურაბიშვილს, არ ვიცი სად,  ვის რა გათხარა, თუმცა ფაქტია,

დავით ჩიხელიძე: რაც შეეხება ზურაბიშვილს, არ ვიცი სად,  ვის რა გათხარა, თუმცა ფაქტია, "პატრიოტმა" ოპოზიციამ ლიდერად აღიარა, მიუხედავად იმისა რომ პრეზიდენტობის განმავლობაში სახელმწიფოებრიობას ებრძოდა

ჯაფარიძის უსტარი, სადაც ის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს აკრიტიკებს,  დაბალი ინტელექტის და პოლიტიკური უმეცრების დასტურია. სამწუხაროდ ოპოზიციაში გვყავს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ოპონენტთან შინაარსობრივ დისკუსიაში  შესვლა არ შეუძლია, რის გამოც ისინი პერსონალურ შეურაცხყოფაზე გადადიან, ზურაბიშვილის კერპად ყოფნა და ყაველაშვილის კრიტიკა ჯაფარიძის და ოპოზიციის დიაგნოზია - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე  ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სტატუსს, რომელიც მან მიხელ ყაველაშვილთან დაკავშირებით დაწერა.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, მაშინ როცა ოპონენტი ძლიერია და მასთან პაექრობისთვის არგუმენტები არ გაქვს, ჯაფარიძემ ყაველაშვილისადმი მიმართვის, პრეზიდენტის სიძლიერე და საკუთარი სისუსტე აღიარა, რადგან წონადი არგუმენტების ნაცვლად, წერილი ლანძღვით არის გაჯერებული.

„ჯაფარიძის უსტარი, სადაც ის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს აკრიტიკებს,  დაბალი ინტელექტის და პოლიტიკური უმეცრების დასტურია, სამწუხაროდ ოპოზიციაში გვყავს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ოპონენტთან შინაარსობრივ დისკუსიაში  შესვლა არ შეუძლია, რის გამოც ისინი პერსონალურ შეურაცხყოფაზე გადადიან, ზურაბიშვილის კერპად ყოფნა და ყაველაშვილის კრიტიკა ჯაფარიძის და ოპოზიციის დიაგნოზია, აღნიშნული ფაქტით ყველაფერი ნათქვამია... რაც შეეხება ზურაბიშვილს, არ ვიცი სად,  ვის რა გათხარა (სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო) თუმცა ფაქტია, "პატრიოტმა" ოპოზიციამ ლიდერად აღიარა, მიუხედავად იმისა რომ ადამიანმა ქართულად მეტყველება ვერ ისწავლა და მთელი მისი პრეზიდენტობის განმავლობაში სახელმწიფოებრიობას ებრძოდა. სირცხვილია, ეს ხალხი პატრიოტიზმზე და ეროვნულობაზე რომ გვესაუბრება!
როდის მიმართავს ადამიანი გამოხატვის იმ ფორმას როგორსაც ჯაფარამ მიმართა? მაშინ როცა ოპონენტი ძლიერია და მასთან პაექრობისთვის არგუმენტები არ გაქვს, ჯაფარიძემ ყაველაშვილისადმი მიმართვის, პრეზიდენტის სიძლიერე და საკუთარი სისუსტე აღიარა, რადგან წონადი არგუმენტების ნაცვლად, წერილი ლანძღვით არის გაჯერებული.”- წერს ჩიხელიძე.