ცოტა ხნის წინ, გამოვიდა ცნობილი ფოტოგრაფის დომენიკ ისერმანის შავ-თეთრი მონოგრაფია, რომელზეც წარმოდგენილია ფრანგი მსახიობი და ტოპ-მოდელი ლეტიცია კასტა.
წიგნის სახელწოდებაა, - „დომენიკ ისერმანის თვალით დანახული ლეტიცია კასტა“ . ის მაღაზიებიდან რამდენიმე კვირაში გაქრა.
„გადაღებები შვეიცარიაში არარეალურად სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა, სამ დღის მუშაობამ ერთ ამოსუნთქვაზე ჩაიარა, რეზულტატიც არაჩვეულებრივი მივიღეთ,- მგრძნობიარე, შავ-თეთრი, 33 ეროტიული ფოტო, რომელიც მოდელის სიალამაზესა და ბრწყინვალებას მაქსიმალურად გადასცემს“-იხსენებს დომენიკი.
„შავ-თეთრი ფოტოგრაფია,- ეს განსაკუთრებული ხელოვნებაა, ლეტიცია კი, ყველაზე მეტად უხდება მსგავს გადაღებებს, ის სრულყოფილებაა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მთელი გადაღებების განმავლობაში ერთი გრამი კოსმეტიკა არ გამოგვიყენებია. მას ყველაფერი ბუნებრივი აქვს, ფორმები, კანი, სახე, თმები,- ყველაფერი, რასაც ფოტოებზე ხედავთ განათებისა და შუქ ჩრდილების ეფექტი და ლეტიციას პროფესიონალიზმის შედეგია“.
დომენიკ ისერმანს გადაღებული ჰყავს ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან ლეონარდ კოენი, ვანესა პარადი, ემანუელ ბეარი და სხვა. ფოტოგრაფი განსაკუთრებით იხსენებს ლოურენს ოლივიეს გადაღებას: „მაშინ დამწყები ფოტოგრაფი ვიყავი და მეშინოდა, ლოურენს ისეთი შარმი და სარკაზმი ჰქონდა, რომ შეუძლებელი იყო არ შეგყვარებოდა, გადაღებების შემდეგ ის ჩემთან მოვიდა, მადლობა გადამიხადა და მაკოცა. გულწრრფელად გეუბნებით, ერთი კვირის განმავლობაში დაბნეული დავდიოდი“,-იხსენებს ფოტოგრაფი.