თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სამართალდამრღვევ პირად ცნო და 20 43 827 ლარით დააჯარიმა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილმა ჯარიმა 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს, ხოლო გადაწყვეტილება კი, სააპელაციო სასამართლოში 48 საათში უნდა გაასაჩივრონ.
სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე მიიღო. რომლის მიხედვით, ივანიშვილმა საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან გამოტანილი თანხა ნაღდი ფულის სახით „ქართული ოცნებისთვის“ შემოწირულობისთვის გამოიყენა სხვადასხვა პირების გამოყენებით.
ამასთან, სასამართლომ აუდიტის სამსახურის მიერ დათვლილი თანხა - 5 552 135 ლარი არასწორად მიიჩნია და ხელახალი დათვლა განახორციელა, რომლის მიხედვით, უკანონო შემოწირულობებისთვის საბანკო ანგარიშებიდან მოხსნილმა თანხამ 4 048 765 ლარი შეადგინა. ბიძინა ივანიშვილი ამ თანხის ხუთმაგი ოდენობის თანხით დაჯარიდა.