„ქართული ოცნების“ ერთერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საცხოვრებლი მისამართი შეიცვალა და მშობლების ქალაქში დარეგისტრირდა. ის უკვე ოფიციალურად ზუგდიდის მცხოვრებია. სამოქალაქო რეესტრის ზუგდიდის ოფისში ალასანია რეგისტრაციის დროს ერთერთმა მოქალაქემ შენიშნა, რომელმაც smsportal-ს ექსკლუზიური ფოტოები გადასცა.
რეგისტრაციის ოფიციალურად გავლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ ალასანია საპარლამენტო არჩევნებში კენჭს „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის, მისი კონკურეტი მმართველი პარტიიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია იქნება.
ირაკლი ალასანიასა და როლანდ ახალაის კანდიდატურები ოფიცილაურად სავარაუდოდ მომავალ კვირას დასახელდება.