მიხეილ სააკაშვილი პედაგოგ ლამარა მარგველაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

მიხეილ სააკაშვილი პედაგოგ ლამარა მარგველაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პედაგოგ ლამარა მარგველაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ მან განცხადება გაავრცელა, რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ.

„მე სამწუხარო ამბავი შევიტყვე დამსახურებული პედაგოგის ლამარა მარგველაშვილის გარდაცვალების შესახებ. ის რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში თბილისის 53-ე საშუალო სკოლას ხელმძღვანელობდა და შესანიშნავი პედაგოგი იყო, რომელმაც არაერთი თაობა აღზარდა. ორიოდე წლის წინათ ის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დავაჯილდოვეთ და ვფიქრობ, მის ცხოვრებას ყველაზე მეტად სწორედ ეს სიტყვა - "ბრწყინვალება" შეეფერება. გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და მის ახლობლებთან ერთად მასწავლებლის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს ვიზიარებ", - ნათქვამია განცხადებაში.