საქალაქო სასამართლომ აუდიტის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე კოალიციის ანგარიშზე უკანონო შემოწირულობის განხორციელების ბრალდების გამო, 16 944 960 ლარით დაჯარიმდა.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, კახა კალაძემ, საკუთარი ანგარიშიდან 3.388.992 ლარი ნაღდი ფული გამოიტანა და სხვადასხვა ფიზიკური პირების სახელით კოალიციის ანგარიშზე გადარიცხა.