„ქართული ოცნების“მხარდამჭერ ნუგზარ გიორგაძეს საკუთარ კარმიდამოში  პავლონიები გაჩეხილი დახვდა

„ქართული ოცნების“მხარდამჭერ ნუგზარ გიორგაძეს საკუთარ კარმიდამოში პავლონიები გაჩეხილი დახვდა

„ქართული ოცნების” მხარდამჭერს, ნუგზარ გიორგაძეს საკუთარ კარმიდამოში გაშენებული პავლონიები  გაჩეხილი დახვდა.  კერძოდ 250 ძირიდან ოთხმოცდახუთია მოჭრილი.

სოფელ ცხემლისხიდში მცხოვრები გიორგაძის ოჯახის წევრებს მომხდარი საზარელი ფაქტი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიაჩნიათ.

ნუგზარ გიორგაძის მეუღლის,რუსუდან მემარნიშვილის განცხადებით, მომხდარმა  მათ ოჯახს  როგორც ფინანსური, ასევე მორალური ზარალიც მიაყენა.

დაზარალებულებმა იმდღესვე მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს. პოლიციის თანამშრომლების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდგომ კი , გიორგაძე დაკითხულ იქნა.

 ამჟამად,ოზურგეთის პოლიცია აწარმოებს გამოძიებას ,რათა მომხდარ ფაქტს ნათელი მოჰფინოს.