საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის კაზიმირ პლიევის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის დეპუტატებს ფილმ „დაკარგულ დღესთან“ არანაირი შეხება არ გააჩნიათ.
„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფილმი დეპუტატებმა დააფინანასეს. მე როგორც საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი, პასუხისმგებელი ვარ განვაცხადო, რომ დეპუტატები არ ვმონაწილეობდით ამ ფილმის შექმნაში. გავრცელებული ხმები, რომ თითქოს ჩვენ შევუკვეთეთ ან დავაფინანსეთ ეს ფილმი, უსაფუძვლოა“,-აცხადებს პლიევი.
ფილმმა „8აგვისტო.2008 წელი. დაკარგული დღე“-ს გამოსვლამ დიდი რეზონანსი გამოიწვია არა მარტო რუსეთში. ფილმი 2008 წლის აგვისტოს ამბებს ეხება. ფილმში აშკარად და ნათლად გამოჩნდა ის დაპირისპირება, რაც პუტინსა და მედვედევს შორის არსებობდა. ფილმში რუსი გენერლები პრემიერ-მინისტრს, მაშინდელ რუსეთის პრეზიდენტს მხდალს და მერყევს უწოდებენ და აცხადებენ, რომ სანამ პუტინმა პეკინიდან არ დარეკა, მანამ მედვედევმა საქართველოსთან ომის დაწყება ვერ გაბედა.