ინდოეთში, ქალაქ ვარანასის სიახლოვეს ცხოვრობს ერთი მრავალშვილიანი ოჯახი, რომლის უფროსი, 66 წლის კალიაშ სინგი უკვე 38 წელია დაუბანელი დადის.
ქალაქში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 47 გრადუსს აღწევს, მიუხედავად ასეთი გარემოს მიუხედავად კალიაშს ურჩევნია ბანაობაზე სამუდამოდ თქვას უარი და ჰიგიენა საკუთარი მეთოდებით დაიცვას.
მისი თმებისა და წვერის სიგრძე 182 სანტიმეტრია. კალიაში ბანაობაზე უარს ერთი სასულიერო პირის რჩევის გამო ამბობს. 1974 წელს ახალ დაქორწინებულ ინდოელს, რომელსაც ვაჟი არ უჩნდებოდა, ურჩია პრობლემის მოსაგვარებლად „ჭუჭყიანი“ მეთოდისთვის მიემართა. სამწუხაროდ კალიაშმა დაიჯერა სასულიერო პირის ეს რჩევა და 38 წელია ცდილობს ბიჭი შეეძინოს. მიუხედავად ამ აუტანელი სიბინძურისა და გამუდმებული ცდისა 66 წლის კალიაში და მისი 60 წლის მეუღლე დღემდე მხოლოდ გოგონების მშობლები არიან.