თბილისის მერიის ინფორმაციით, მოძრაობის განტვირთვის მიზნით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, მარჯვენა სანაპიროზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.
აღნიშნულის შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.
„10 დან 13 აგვისტოს ჩათვლით შეიზღუდება გადაადგილება მარჯვენა სანაპიროზე მშრალი ხიდიდან გალაქტიონის ხიდის მიმართულებით, ვინდაიდან ამ მონაკვეთზე გზის გაფართოვება მიმდინარეობს. სარტანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ზაარბრუკენის მოედნიდან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.