ფილადელფიაში, ნაყინის ერთ-ერთი, მაღაზია ცნობილი მხოლოდ საშინელი რეკლამებით გახდა. ნაყინის პირველი რეკლამა მაისის დასაწყისში გამოჩნდა, მეორე კი, რამდენიმე დღის წინ. ორივე ვიდეოს, საშინელი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ორივე მათგანს უცნაური მუსიკა და კომენტარები ახლავს. გარდა ამისა ადამიანებზე საშინლად მოქმედებს რეკლამების საერთო მთავარი გმირი,- ნაყინის ადამიანი, შეშლილი, გაფართოებული თვალებით, რომელიც ნაყინს, კოვზით, პირდაპირ საკუთარი თავიდან მიირთმევს.
მართალია სარეკლამო რგოლი საყოველთაოდ ცნობილი გახდა, რაც რეკლამის მთავარი მიზანიცაა, თუმცა ვერ გეტყვით რამდენად შეასრულა მან თავისი მოვალეობა, და რამდენად გაზარდა მყიდველთა რაოდენობა. რადგან ამ რეკლამის ნახვის შემდეგ ადამიანს ნაყინის ჭამის ყველანაირი სურვილი უქრება.