ის ფაქტი, რომ თუთიყუშებსა და ჰასკის ჯიშის ძაღლებს ლაპარაკი შეუძლიათ უკვე არავის უკვირს, თუმცა ვიდეომ, რომელიც ინტერნეტპორტალ YouTube-ზე გავრცელდა გულგრილი არავინ დატოვა.
ემოციურ ვიდეოში ნაჩვენებია ფრანგული ბულდოგის ლეკვი, რომელიც პატრონს სიყვარულს უხსნის. ის ცდილობს წარმოთქვას სიტყვები „I love you!“ და გამოსდის კიდევაც.
2008 წელს, იგივე სიტყვებით „მე შენ მიყვარხარ“ ციმბირული ჰასკის ჯიშის ძაღლი მიშკა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ძაღლი გახდა. მას 30 მილიონამდე მაყურებელი ჰყავდა, გადაიღეს სხვადასხვა რეკლამებში, მიიწვიეს შოუებში, სადაც ძაღლი მღეროდა და გულშემატკივრებს სიყვარულში უტყდებოდა.