მექსიკის ცენტრში, გარიბალდის მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა უკანასკნელ გზაზე გააცილოს „ქალი წითელი პონჩოთი“- ჩაველა ვარგასი.
მუსიკოსი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია იზაბელა ლიზანო, 93 წლის ასაკაში გარდაიცვალა. ვერგასი ძალიან ხშირად სცენაზე მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმული, წითელი პონჩოთი გამოდიოდა სცენაზე. ვარგასი არ მალავდა თავის არატრადიციულ ორიენტაციას და ხშირად გამოდიოდა ქალების უფლებების დასაცავად. ის მეგობრობდა მხატვარ ფრიდა კალოსთან, მწერალ ფედერიკო გარსია ლორკასთან და რეჟისორ პედრო ალმადოვართან.
ვარგასმა პირველი ალბომი 1961 წელს გამოუშვა. სულ მის კოლექციაში 80-ზე მეტი ალბომია. მომღერალი „რანჩერას“ სტილში ასრულებდა სიმღერებს სიყვარულზე.