ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკელთა კანდიდატმა მით რომნიმ ივლისის თვეში საარჩევნოდ უფრო მეტი თანხის შეგროვება შეძლო, ვიდრე ბარაკ ობამამ.
რომნიმ საარჩევნო ყულაბაში 101, 3 მილიონი დოლარი შეინახა, ობამამ მხოლოდ 75 მილიონი დოლარი. უკვე მესამე თვეა საარჩევნოდ რესპუბლიკლები უფრო მეტ თანხებს აგროვებენ, ვიდრე დემოკრატები.
Reuters-ის ინფორმაციით, რესპუბლიკელთა ყულაბაში ამჯერად 627 მილიონი დოლარია, დემოკრატების ყულაბაში კი 495 მილიონი.
საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში 2012 წლის 6 ნოემბერს გაიმართება.