2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტმა ლაზარემ გადაიხადა.
არქიმანდრიტმა გარდაცვლილების ოჯახის წევრები დალოცა.
„მინდა დავლოცო მათი მშობლები, მათი ახლობლები, რადგან მათ ჰყავთ მეოხნი, ისინი მათი სულის მოსახსენებლად ლოცულობენ. მათ თავი სამშობლოს შესწირეს. უნდა გვწამდეს,რომ ისინი უფალთან არიან“, - აღნიშნა მამა ელიზბარმა.
სამების საკათედრო ტაძარში აღვლენილ პანაშვიდს აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, საპატრიარქოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი შესრულდება. ომს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.
ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 26 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.