საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას ოცნებას უწოდებს.
„გაანებონ ოცნებებს თავი. პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას განახორციელებს. ყველა, ვინც რომელ პოზიციაზეა თავის უფლებამოსილებას განახორციელებს. ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სია ძალიან მოკლე ხანში გახდება ცნობილი“, - განაცხადა from.ge-სთან საუბარში ნუგზარ წიკლაურმა.
მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა როდესაც საჭიროდ ჩათვლის მაშინ გახდება სააპარლამენტო სია ცნობილი, თუმცა, ეს მოხდება კანონის შესაბამისად.
გავრცელებული ვერსიით, მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, პრეზიდენტის თანამდებობიდან აგვისტოს შუა რიცხვებში გადადგეს და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიას სათავეში ჩაუდგეს.