პატრიარქის მდივნის მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ხელოვნების მუზეუმიდან აწყურისა და ზარზმის ღვთისმშობლის ხატების ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე სამი თვით გადატანასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პრინციპული პრობლემა არ აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ ხელოვნებათმცოდნეები და მუზეუმის თანამშრომლები უნდა შეთანხმდნენ, შესაძლებელია თუ არა ხატების ტრანსპორტირება.
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან აწყურის ღვთისმშობლისა და ზარზმის ღვთისმშობლის ხატების ახალციხის რაბათის ციხეში გადატანა დროებით იგეგმება, რასაც მოქალაქეების ჯგუფისა და თანამშრომლების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.