Greenpeace არქტიკის დარეზერვებას ითხოვს

Greenpeace არქტიკის დარეზერვებას ითხოვს

Greenpeace გეგმავს, რომ სექტემბერში გაეროს გაენერალურ ასამბლეას მოწოდოს, არქტიკა საერთაშორისო რეზერვად გამოაცხადოს. ამის შესახებ “Greenpeace Russia”-ს ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჩუპროვმა განაცხადა.

ორგანიზაციას იმედი აქვს, რომ გაერო ისეთივე გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც ადრე ანტარქტიდასთან დაკავშირებით გააკეთა. ორგანიზაცია ზრუნავას აგრეთვე იმ პატარ-პატარა კუნძულოვან სახელმწიფოებზეც, რომლებიც გრენლანდიის დნობის შემდეგ,  ყველაზე მეტად დაზარალდებიან.  

2014 წელს გაერომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მატერიკის  ნაწილები რომელ ხუთი სახელმწიფოს მიეკუთვნება. რუსეთი, მაგალითად, პრეტენზიას აცხადებს არქტიკის ცენტრში არსებულ ლომონოსოვისა და მენდელეევის მიწებზე და აცხადებს, რომ ისინი სწორედ რუსეთის კუთვნილი მატერიკის გაგრძელებაა.