ავღანეთის თავდაცვის მინისტრი აბდულ რაჰიმ ვარდაკი გადადგა. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მისი მუშაობის შედეგები დაიწუნა და უკმაყოფილება გამოთქვა ქვეყანაში ბოლო დროს გახშირებული აფეთქებების შედეგად, მინისტრმა გადადგომის შესახებ განცხადება გაკეთა.
„მე პარლამენტის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ“,- განაცხადა ვარდაკმა.
ცოტა ხნის წინ თანამდებობა დატოვა კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა-ავღანეთის შს მინისტრმა ბისმილ მოჰამედ ჰანმა. ავღანეთის პარლამენტმა მასაც პასუხი მოსთხოვა ქვეყნანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.