ცაგარეიშვილი:  1 ოქტომბერს არჩევანი ნათელსა და ბნელს შორის გაკეთდება

ცაგარეიშვილი: 1 ოქტომბერს არჩევანი ნათელსა და ბნელს შორის გაკეთდება

 ოპოზიციონერი დეპუტატი, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ 1 ოქტომბერს, ქართველ ხალხს არჩევანი ნათელსა და ბნელს შორის მოუწევს.

from.ge-სთან საუბარში ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ თითოეული  ადამიანი, რომელიც არჩევნებზე 5 ნომრის ქვეშ გამოვა, თანამონაწილეა ქვეყნისთვის დამღუპველი იმ პოლიტიკის, რასაც ნაციონალური მოძრაობა ბოლო 8 წლის განმავლობაში აწარმოებს.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ერთი უმნიშვნელოვანესი რამ ანსხვავებს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატებისგან, მათ ქართველი ხალხის სისხლში არა აქვთ ხელი გასვრილი, ხაზინის ქურდობით არ არიან დაკავებული და ქუჩა-ქუჩა არ ურბენიათ ვიდეო-თვალებით. ამიტომ ქართველ ხალხს 1 ოქტომბერს არჩევენი ნათელსა და ბნელს შორის მოუწევს“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში საქართველოს რამდენიმე რაიონში ჩაატარა მოსახლეობასთან შეხვედრა და მათი მოსაზრება მოისმინა .

„ყველა შეხვედრაზე მოსახლეობას  ვეუბნებოდი: თუ თქვენ ნაციონალებსა და მათ მაჟორიტარობის კანდიდატს მისცემთ ხმას, თქვენ პასუხს აგებთ თქვენი შვილების მომავალზე, რომელიც ნათელი არ არის. 1 ოქტომბერს ადამიანები არჩევანს გონებით გააკეთებენ და არა ემოციებზე დაყრდნობით“, - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.