ლაზიკაში ბულვარის მოწყობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. ამის თაობაზე ინფორმაცია “ნაციონალური მოძრაობის” საიტზეა განთავსებული. “დაიწყო ახალი ქალაქის - “ლაზიკას” მშენებლობა. 2012 წლის შემოდგომაზე დასრულდება პირველი ნაგებობები და ბულვარი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც საიტზე დევს.
ქალაქი ლაზიკის სტატუსი კონსტიტუციით განისაზღვრა. იგი ანაკლიასა და ყულევს შორის აშენდება.