შპს „ბურჯის“ ახალი მფლობელი შპს „გამაა“. „გამას“ დირექტორის, გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, შპს „ბურჯი“ სწორედ აუქციონის წესით შეიძინა.
„შპს „გამა“ ამ მომენტისთვის მესაკუთრის უფლებებს ახორციელებს. ამის გარდა, გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ გარცელებული ინფორმაციით, შპს „გამას“ სახელზე სხვა კომპანიების მაგალითად, „ატუს“ ქონებაც ირიცხება. თუკი ეს ასეა და კომპანია შესაბამის ხელშეკრულებას ან საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს, ჩვენგან იქნება კანონიერი და ადექვატური გადაწყვეტილება და ბუნებრივია, რომ ეს ქონება მესაკუთრეს გადაეცემა“, - განაცხადა ყავლაშვილმა.