რუსეთის ჯარის ნაწილები, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და სომხეთის ტერიტორიაზეა დისლოცირებული, სტრატეგიულ სამხედრო წვრთნებში „კავკასია 2012“-ში მონაწილოებას არ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება გენერალური შტაბის გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე პოსტნიკოვმა გააკეთა.
„სამხედრო წვრთნების მონაწილეთა შორის სომხეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული ნაწილები მონაწილეობას არ მიიღებენ. წვრთნები მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, სამხრეთ სამხედრო ოლქში ჩატარდება“,-განაცხადა პოსტნიკოვმა.
რაც შეეხება სამხრეთ სამხედრო ოლქის ტერიტორიას, რომელშიც გიუმრის, გუდაუთისა და ჯავის სამხედო ბაზები შედის, მონაწილეობას სამხედრო წვრთნებში 8000 ჯარისკაცი მიიღებს, გამოყენებული იქნება სამხედო ტექნიკა და შეიარაღებაც.