„ლეიბორისტული პარტია“ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 4 წლისთავს გამოეხმაურა და აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პრესკონფერენცია გამართა.
ნათელაშვილის განცხადებით, ოთხი წლის წინ, კრიმინალ-ოლიგარქ ივანიშვილის მილიარდებით აღზევებულ ვაი მთავარსარდალ სააკაშვილის ბრძანებით, ქართულ ქალაქ ცხინვალზე თავდასხმა გახდა საბაბი რუსეთის ჯარების შემოჭრისა, რამაც ერთიანი ქართული სახელმწიფო დე-იურე დაშალა.
„ამრიგად, ოკუპაციის თანაავტორი საკაშვილ-ივანიშვილის მიერ შექმნილი დანაშაულებრივ-რეპერსიული რეჟიმია, რომელიც ამერიკის ყველაზე რეაქციული სამხედრო-პოლიტიკური წრეებიდან იმართება და დაკისრებული აქვს ფუნქცია, რომ ქართველთა სისხლით რეგიონში ამერიკული საქმე აკეთონ. სულ მოკლე ხანში გვეძლევა ისტორიული შანსი უკუვაგდოთ ნატოურ-ამერიკანისტული არჩევანი და „ლეიბორისტულ პარტიას“ მხარი დაგვიჭიროთ. ჩვენ უარს ვიტყვით ნატო-ზე, აღვადგენთ ურთიერთობას რუსეთთან და სანამ ჯერ კიდევ დროა, დავიბრუნებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. აი, ერთადერთი გამოსავალი ამ ეროვნული ტრაგედიიდან“, - განაცხადა ნათელაშვილმა.