ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდიდან აწყურისა და ზარზმის ღვთისმშობლის ხატი გააქვთ და ახალციხეში რაბათის კომპლექსის ტერიტორიაზე მიაქვთ,სადაც სახელმწიფო მუზეუმია.
ჩვენი ინფორმაციით, რაბათის კომპლექსის რემონტი 5 აგვისტოს დასრულდა, თუმცა კედლები გამოუმშრალია.
მუზეუმის კურატორი და რესტავრატორები ამ გადაადგილების წინააღმდეგნი არიან და აცხადებენ, რომ ეს ძალადობაა. ისინი ახლა დასკვნას წერენ.
ის, რომ ამ ხატების გადატანას აპირებენ, ჩვენთან საუბარში დავით ლორთქიფანიძემ დაადასტურა. მისი თქმით, ხატები უკეთეს პირობებში გადააქვთ. ისინი ასევე ამბობენ, რომ აღნიშნულის შესახებ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი საქმის კურსშია, თუმცა უწმინდესი საქართველოში არაა და ალბათ, ამის შესახებ არაფერი იცის.