პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, კოალიციაში დასახელებულ მაჟორიტარობის კანდიდატთა სიის ოდნავ შეცვლას არ გამორიცხავენ.
ფანჯიკიძის განმარტებით, შესაძლოა, მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებულ რომელიმე პირს სხვა ფუნქცია დაეკისროს და მან პარტიულ სიაში გადაინაცვლოს.
„მაჟორიტარების დასახელება დავიწყეთ ძალიან ადრე. მაშინვე ვთქვით, რომ ეს არ ნიშნავდა, რომ აბსოლუტურად ყველა კანდიდატი იქნებოდა მაჟორიტარი. მუშაობის პროცესში შეიძლება რომელიმე მათგანს სხვა ფუნქცია დაეკისროს და მან სიაში გადაინაცვლოს, ის კი სხვამ ჩაანაცვლოს. მუშაობისას გარკვეული ცვლილებების შესაძლო განხორციელება, არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე პირი გუნდს ტოვებს. ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცის გამო, ეს ადამიანები საერთოდ არ იქნებიან ჩვენთან. ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ კანდიდატს სხვა ფუნქცია დაეკისრება. ამით არაფერი იცვლება და მასში საგანგაშო არაც არაფერია“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.