ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილების შეფასებისას, რომლის თანახმადაც, ისინი 2 დღით 7-8 აგვისტოს რუსეთ - საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპულთა პატივსაცემად საარჩევნო კამპანიას აჩერებენ აცხადებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ეს დღეები ტრაგიკულია.
ხუხაშვილის თქმით, ბუნებრივია, დაღუპულ ადამიანებს ყველა ვგლოვობთ და ამ დღეებს ტრადეგიად აღვიქვავთ, თუმცა აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხიდან ეს არადამაჯერებლად ჟღერს.
„მათ ამ დღესთან დაკავშირებით, საგლოვი და საფიქრალი ნამდვილად აქვთ. საკუთარი ცოდვების მონანიება სჭირდებათ. მათთვის ეს პირადი ცოდვების დღეა და ამ ორი დღის განმავლობაში ოდნავ მაინც თუ დაფიქრდებიან თავიანთ საქციელზე ცუდი არ იქნება. ჩვენ მათი მოსაწოდებელი არაფერი გვჭირს. ამ დღეებს ისედაც ვგლოვობთ. ეს ტრაგედიაა, მაგრამ რაც შეეხება ვინ, რა როლი ითამაშა ამ ყველაფერში, მათ თვითგვემის საფუძველი ნამდვილად აქვთ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.