პარტია „თავისუფალი საქართველო“, ტრადიციონალისტთა კავშირი და „თეთრები“ მონარქისტულ პარტიასთან ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატების საკითხში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულის შესახებ, „თავისუფალი საქართველო“ განცხადებას აქვეყნებს.
განცხადების თანახმად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მონარქტისტები წამოაყენებენ საკუთარ მაჟორიტარობის კანდიდატებს და „თავისუფალ საქართველოსთან“ და მის პარტნიორებთან ერთად ჩაერთვებიან პრაიმერში.
აღნიშნული გაერთიანების მონაწილე პარტიები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს, საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებისკენ, რათა საარჩევნო ოლქებში სახელისუფლებო პარტიას დაუპირისპირდეს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, რაც ნაციონალური მოძრაობის დამარცხების წინაპირობა გახდება.